IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“დღეს პარლამენტმა და ქვეყანამაც კიდევ ერთი ნაბიჯი წადგეს წინ იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემით. პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია.

მართალია ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს და მათ ფრაქციებს განსხვავებული მიზნები ამოძრავებდათ, მაგრამ მათმა მონაწილეობამ უზრუნველყო ის, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – ეს არის პროცესის ინკლუზიურობა. სწორედ ამის უზრუნველყოფას ემსახურებოდა საერთაშორისო ფასილიტატორების (ელჩების) ბოლო განცხადებაც.

ძალიან დიდი, მე ვიტყოდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ნაცმოძრაობამ, კენჭისყრაზე მონაწილებაზე უარით. ამის შედეგს ისინი არჩევნებზე მოიმკიან!”.

ცნობისთვის, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება