Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აბა, გააღეთ პირი და თქვით: ააარა რუსულ კანონს – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 14/03/2023
333976486_127264746796073_6551790951583458056_n

ცოტათი მაინც არ გრცხვენიათ, საზარბაზნე ხორცად რომ გაგხადეს და ისე გაბზრიალეს საკუთარი მიზნების გარშემო, ლამის ქვეყნის დანგრევაში მიგაღებინეს მონაწილეობა?!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, კანადის, საბერძნეთისა და ბოსნიის შემდეგ ევროკავშირი აპირებს იმ კანონის ინიცირებას, რომელის მიღებაც საქართველოშიც იგეგმებოდა.

„იბერუს, მიამიტურ-კავკაზურ, აეროდინამიკუს ტემპერამენტუს“… აბა, გააღეთ პირი და თქვით: ააარა რუსულ კანონს!..

ნუ, ჩვენმა „ეროვნულმა ბენეფიციარებმა“ რომ პროგრამა მინიმუმ შეასრულეს და საკუთარი მერკანტილური სურვილები დაიკმაყოფილეს, ვიცით, მაგრამ აი, იმ ძააან გულანთებულ ევროპელებს მინდა ვკითხო:

ცოტათი მაინც არ გრცხვენიათ, საზარბაზნე ხორცად რომ გაგხადეს და ისე გაბზრიალეს საკუთარი მიზნების გარშემო, ლამის ქვეყნის დანგრევაში მიგაღებინეს მონაწილეობა?!.

კანადა, საბერძნეთი, ბოსნია და ახლა ევროკავშირი დაიწყებს ისეთი კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც დააზღვევს მათ საზოგადოებას უცხო გავლენებისგან!

ჩვენ კი, ვისაც როდესაც მოეპრიანება, თითს გაგვიტკაცუნებს, ჩვენც ცალ ფეხზე შევხტეთ და ხან იქეთ გადავკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდეთ და ხან აქეთ გადმოვკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდეთ.

P.S. „პრადვინუტებო“ ყველა ქვეყნისა შეერთდით!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე

Post navigation

Previous: სადაა თქვენი სოლიდარობა ევროპელ კოლეგებთან? სადაა ურსულა ფონ დერ ლაიენის სტიგმატიზაცია – „მონა“ და „მოღალატე“?
Next: უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე შეეძლო ამოქმედებით მოეტანა – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.