Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქაცარავა “ალტ-ინფო”-ს ოფისთან აღარ მივა

მარშალ პრესი 14/03/2023
დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა “ალტ-ინფო”-ს ოფისთან აღარ მივა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის საქმეს შს-მინისტრის რეზოლუცია დაედო და მიეცა მსვლელობა.

“ჩემს ოჯახზე,მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც დღეს საღამომდე იყო ფაქტობრივად გაჩერებული, შსს მინისტრის რეზოლუცია დაედო, რომლის მიხედვითაც საქმეს მიეცა მსვლელობა. ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია. მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ასეულობით ადამიანს, ვინც ხვალ აპირებდა გამაფრთხილებელ შეკრებაზე მოსვლას და მხარდაჭერას. ამ მუხტმა და მზაობამ მიაღებინა შესაბამისი გადაწყვეტილება შსს, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”- წერს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავას დასახვედრად მზად იყვნენ “ალტ-ინფო”-ს წარმომადგენლები, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ დაანონსა, შეკრება 14 მარტის დილის 10 საათიდან უნდა დაეწყოთ მის მომხრეებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას აპირებენ ისინი  ქაცარავას ინფორმაციის შემდეგ.

Continue Reading

Previous: ამისთვის ანგრევდით ქვეყანას? – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: სადაა თქვენი სოლიდარობა ევროპელ კოლეგებთან? სადაა ურსულა ფონ დერ ლაიენის სტიგმატიზაცია – „მონა“ და „მოღალატე“?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025