IMG.GE IMG.GE

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესი და შედარებით სამართლიანი საარჩევნო სისტემის გზაზე.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, დღევანდელი დღე ყველას საერთო წარმატებაა.

დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესი და შედარებით სამართლიანი საარჩევნო სისტემის გზაზე. ეხლა მთავარია პროცესის ბოლომდე მიყვანა.

განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთიანობას, თუნდაც თემატურს, ალტერნატივა არ აქვს. დღევანდელი დღე არის ყველას საერთო წარმატება. ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა, რომელთაგან ხმა ხუთმა დეპუტატმა არ მისცა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება