IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი მიზანია როგორმე დღის წესრიგში იყოს არჩევნების პერიოდში, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მან თანამოაზრეებს ძილისპირული წაუკითხა. „სააკაშვილი ცდილობს საარჩევნოდ ასწიოს მუხტი. ის არასოდეს აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ის სატუსაღოში არ ჩაჯდება. დანარჩენი ყველაფერი ჰიპოტეტური დანაპირები და ზღაპრებია“, – აღნიშნა ბარამიძემ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვისას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება