IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც პანდემიით არის გამოწვეული, საქართველოში პირდაპირი უცხოუური ინვესტიციების მცირედი ზრდა დაფიქსირდა.
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ში წერს.

მისი თქმით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული.

,,რეინვესტირების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 63.5 პროცენტით გაიზარდა და 144.7 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა (ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტალში 37.4 პროცენტი იყო).
ჩემი აზრით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ინვესტორებს აქვთ ნდობა და პოზიტიური განწყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკის მხარდამჭერი ანტიკრიზისული და პოსტ-კრიზისული ღონისძიებების მიმართ. საერთაშორის სავალუტო ფონდი გლობალური პანდემიის ფონზე 2020 წელს პირდაპირი უცოხური ინვესტიციების კლებას დაახლოებით 40 პროცენტით პროგნოზირებს მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით დარტყმას განვითარებადი ეკონომიკის, ჩვენი მსგავსი ქვეყნები მიიღებენ. ინვესტიორებმა ესეთი ქვეყნებიდან $83 მილიარდი დოლარი უკვე გაიტანეს. ეს ხდება მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან უცხოეული ინვესტორები განაგრძობენ რეინვესტირებას, რაც შექმნილ ვითარებაში დიდ მნიშნველლობას იძენს. რეინვესტირებას ეხლა კიდევ უფრო დიდი როლი აქვს ამჟამად . ამ ვითარებაში, ვირუსთან ეფექტურმა ბრძოლამ საინვესტიციო გარემოზეც პოზიტიურად უნდა იმოქმედოს და ინვესტორებს კიდევ მეტი რწმენა შესძინოს, რომ საქართველოში ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოა, და აქ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების დაბანდება”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება