„ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანმო კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროს პირებს მოგზაურობას არ ურჩევს

169
წაკითხვა/ნახვა
mpn

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროს პირებს მოგზაურობას არ ურჩევს.

„რჩევა უნდა მიეცეს კორონავირუსის დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და კორონავირუსით სიკვდილის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს და მათ, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ (გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი), მოგზაურობა გადადონ“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მოგზაურობის აკრძალვა ხელს არ შეუშლის კორონავირუსის შემაშფოთებელი ახალი ვარიანტის გავრცელებას და ქვეყნებს მოუწოდებს, რისკზე დაფუძნებული მიდგომა მიიღონ.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

კომენტარები
mpn
მოწონება