IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფერმერებისთვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშესაწყობად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამა იწყება.

ვაშლის რეალიზებისთვის დღეს გორში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა, რომელიც ფერმერებს შეხვდა და სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

იმისთვის, რომ ვაშლის მოსავლის აღების სეზონზე წარმოებული პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩეს და ფერმერებს პრობლემა არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის კუთხით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.

პროექტის მიხედვით, არასტანდარტული ვაშლის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 1 კილოგრამ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან. ამ შემთხვევაში სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდიას 10 თეთრის ოდენობით გასცემს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება