Skip to content
07/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ

მარშალ პრესი 13/03/2023
ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი – წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ

ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება სინამდვილეში

 

“წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება სინამდვილეში,” – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვიდიანის განცხადებით, ევროპარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ფეისბუკმა ყალბ ამბად მიიჩნია.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს კოორდინაციის იმ მაღალ ხარისხზე, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საქართველოს მოსახლეობისთვის სინამდვილეში არსებული ვითარების დასამალად იყენებენ.

“საოცრება ხდება!!! რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან ინფორმაცია გავაზიარე, სადაც წერია, რომ განხილვაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი.

დღეს Facebook-იდან მომივიდა შეტყობინება, რომ, თურმე “დამოუკიდებელმა” Fact-checker ებმა ჩემს მიერ გაზიარებული ინფორმაცია ყალბ ამბად მიიჩნიეს.

წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება სინამდვილეში.

თუმცა, საერთოდ არ მიკვირს, ამერიკულ კანონზე დაგვაჯერეს რუსულიაო და ევროპარლამენტის ვებგვერდის სიყალბის საკითხი ამასთან საერთოდ რა მოსატანია?!

P.S. – ძალიან მეცინება, მაგრამ რაც ახლა ხდება ეს სასაცილო საერთოდ არ არის – ეს ტრაგედიაა!!!”- წერს ანდრია გვიდიანი.

Post navigation

Previous: დათმობაზე წასვლით, ჩვენ მოვიგეთ აქციაზე მდგომი თითოეული ადამიანის სიცოცხლე
Next: თუ არასწორია, გამოაქვეყნეთ დღევანდელი გადარიცხვები – დიმიტრი სამხარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.