IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სტრიპტიზ-ბარ SKY GIRLS-ში მომხდარი ცემის ფაქტზე, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებული ბარის მფლობელის მარიანა ჩხეიძის ქმარი, რომან ჩხეიძეა.

 

რომან ჩხეიძე და მისი მეუღლე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათმა უფლებადამცველმა ლიკა ბითაძემ განუცხადა.

 

– ბრალდებას არ ვეთანხმებით. ივა ფრუიძე და მისი მეგობარი გოგალაძე, პირველ ჩვენებაში ამბობდნენ, არ გვახსოვდა სკამი ვინ ჩაგვარტყაო და ხუთი დღის შემდეგ გაახსენდათ? რომან ჩხაიძე ინციდენტის დროს ბარში იმყოფებოდა, რადგან მისი მეუღლეა ბარის მფლობელი, მაგრამ მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.

მისი ამოცნობა ხუთი დღის შემდეგ მოხდა ფოტოებით, რომელიც დაუშვებელი მტკიცებულებაა, იმიტომ რომ ამოცნობამდე ხუთი დღე, ტელევიზორში იყო ადამიანი და მის ამოცნობას რა უნდოდა? აბსურდია ამოცნობის პროცედურა. არც ჩხეიძე და არც მისი მეუღლე მარიანა დანაშაულს არ აღიარებენ.

 

– რას ჰყვებიან ინციდენტზე?

 

– ისინი ამბობენ, რომ აქეთ მიაყენა ივა ფრუიძემ შეურაცხყოფა, დედა შეაგინა და ამას მოჰყვა ჩხუბი. რომელშიც დაცვა იღებდა მონაწილეობას და როგორც თავად ამბობენ, სკამი არ ჩაურტყია მარიანას მისთვის.

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება