Skip to content
07/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არეულობის დროს,როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა

მარშალ პრესი 13/03/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

არეულობის დროს, როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა ჩვენს პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა,მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“თქვენ მკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?! მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა.

ეს არის ანტიდემოკრატიული. მე არ ვიცი ვინ რას ადარებდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას არ ვიძახით გადაჭარბებული შეფასებით, ეს არის რეალობა, მეგობრებო. მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს მეორე ფრონტში”,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას – პრემიერი ცალკეულ არასამთავრობოებზე
Next: ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ-ასეთი “თანამებრძოლების” ხელში საქართველოში მიშას ადგილი მართლაც მხოლოდ ციხეში იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.