Skip to content
21/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის პასუხი „გირჩის“ მავნებლურ, მკრეხელურ მოძრაობაზე – პრემიერი

მარშალ პრესი 12/03/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება „გირჩთან“ ასე ვთქვათ ამ გამოწვევაზე პასუხს, ჩემი იდეა იყო ასეთი, რომ სტუდენტებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამსახური. თუ სტუდენტი ჩააბარებს უნივერსტეტში და ჩაირიცხება, ჩვენ მათ ვეუბნებით რომ თუ წელიწადში, ზაფხულში ერთი თვე შენ მოიცლი და წახვალ ჯარში, ერთი თვე რა პრობლემაა ხომ, ივარჯიშებ, ისწავლი სროლას, ა.შ. 4 წლის განმავლობაში 4 თვე გამოუვა ჯამში, შენ ჩაგეთვლება ნამსახურებად მთელი ეს პერიოდი. 4 წელიწადში 4 თვე არაფერია რეალურად. ეს არის პასუხი „გირჩის“ მავნებლურ, მკრეხელურ მოძრაობაზე, – ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება.

„ამით ჩაიკეტა, მოგვარდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკლესიასთანაც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება და ეს საკითხი დარეგულირდება. ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. ეს იყო მთავარი მიღწევა, რომელზეც ჩამოვყალიბდით. აღარ იქნებიან მხოლოდ ყარაულები, არამედ მოემზადებიან, ეს იქნება დისციპლინირებული, ჯანსაღი, პატრიოტი თაობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით მოცული – პრემიერი
Next: “გირჩი” ანტიეროვნული მოძრაობაა – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.