Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება – პრემიერი

მარშალ პრესი 12/03/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინაში, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, რომ ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, ჩვენი ინფორმაციით. ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება.

თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა – ახლა ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინას ომის დროულად დასრულება და მშვიდობა უსურვა.

„თქვენ ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით მოცული – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.