IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვიტა, თავშესაფარი გააჩუქოს. აღნიშნულ პოსტს სრულად გთავაზობთ:

„ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად !!!
თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.
გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. ( ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან)
მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.
მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ , ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86.
2020 წ. 8 სექტემბერი.“ – წერს თამაზ ელიზბარაშვილი. 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება