Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი როგორც ადრე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი მარჯვენა ხელი და პარტნიორი, ისეა დღესაც

მარშალ პრესი 12/03/2023
არჩილ-გამზარდია-640x408

„ყოფილი შს-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მაქსიმალურად ცდილობდა დარჩენილიყო კულისებში, მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა საჯარო სივრცეში და თან ინტენსიურად. ამ ძალისხმევის მიზანია, მაქსიმალურად დისკრედიტირდეს ხელისუფლების მიმართ განვითარებადი მძლავრი წინააღმდეგობა, გამარგინალდეს პროტესტი და ხელისუფლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.“- ამის შესახებ ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

გამზარდია საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლით თქმითაც, საქართველოს ახალი ხელისუფლება იომებს რუსეთის წინააღმდეგ.

„რასაც ვუყურებ, ვანო მერაბიშვილი როგორც ადრე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი მარჯვენა ხელი და პარტნიორი, ისეა დღესაც.

ამაზე ხშირად ვლაპარაკობდი, რომ ნამდვილად იყო დასაფიქრებელი ბიძინა ივანიშვილის და ვანო მერაბიშვილის ურთიერთფაქტორი, თუმცა, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება.
ყოფილი შს-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მაქსიმალურად ცდილობდა დარჩენილიყო კულისებში, მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა საჯარო სივრცეში და თან ინტენსიურად.

ამ ძალისხმევის მიზანია, მაქსიმალურად დისკრედიტირდეს ხელისუფლების მიმართ განვითარებადი მძლავრი წინააღმდეგობა, გამარგინალდეს პროტესტი და ხელისუფლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.

ეს ახალი ფრონტია ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ვანო მერაბიშვილის ხელით. ვფიქრობ, სერიოზული სამუშაოა ეს თემა და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისგან დისტანცირება. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება ბევრად მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს, რასაც კიდევ მეტი საზოგადოებრივი დეპრესია მოჰყვენა და სრული ტოტალიტარიზმის რეჟიმში გადავალთ.“- წერს არჩილ გამზარდია.

Post navigation

Previous: ვანოს განცხადების შემდეგ, მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის სპეცსამსახურებს, შსს-ს – მკაცრი შემშვები რეჟიმი დააწესონ საზღვარზე
Next: ერთი შანსიღაა დარჩენილი – საზოგადოებრივ მუხტს რამენაირად „მოასკუპდნენ“ -ზურაბ ქადაგიძე რადიკალ ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.