Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იომებს – ვანო მერაბიშვილი

მარშალ პრესი 12/03/2023
ვანო მერაბიშვილი

ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.

„ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, რომ დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ.

ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“,- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

Post navigation

Previous: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა კარტი დარიგდა და გაკვირვებულები არიან, „კოზირი“ მაინც „ქართული ოცნების“ ხელთ რომ აღმოჩნდა
Next: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.