IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, საკმარისი არ არის“, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვის შეფასებისას გააკეთა.

„ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც უსწრაფესად არის გამოსაყვანი და სასწრაფოდ არის მოსახდენი გარდამტეხი ცვლილებები. ამას სჭირდება კონკრეტული ხედვა, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ სამწუხაროდ გუშინ მოვისმინეთ ხედვა, როგორი არის მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად აქვს წარმოდგენილი და არა კონკრეტული გზები რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს უღრმესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ესაა, ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს ასეთი ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი. მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, საკმარისი არ არის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისათვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება