Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკი: მსოფლიო მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს

მარშალ პრესი 15/04/2022
ვოლოდიმირ  ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს შეუძლია მიმართოს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

14 აპრილს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს არ შეიძლება არასერიოზულად მიუდგე, მაგრამ CIA-ს არ დაუფიქსირებია პრაქტიკული მტკიცებულება, რომელიც ამ შეშფოთებას აძლიერებს.

ბერნსმა მაგალითად მოიყვანა პოტენციური სასოწარკვეთა და სამხედრო წარუმატებლობა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მთავრობამ მას შემდეგ განიცადეს, რაც 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო ძალები შეიყვანეს.

Continue Reading

Previous: თამთა მეგრელიშვილი: ამ ფონზე საქართველომ უკრაინასთან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მტკიცე მეგობრობა და ღირსეული დელეგაციით მიდის
Next: რუსეთმა ევროკავშირის საელჩოს 18 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025