რამდენიმე მძიმე ფრაზა გაეპარა, ფაქტია, ყოფილი პრეზიდენტი თვითლიკვიდაციის რეჟიმშია და ამას მისთვის ძალიან ცუდი ბოლო უჩანს

847
წაკითხვა/ნახვა
mpn

იურისტი თამთა მეგრელიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ეხმიანება მისავე სასამართლო პროცესზე:

“სასამართლო დარბაზში ბრალდებულის სტატუსით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საუბარს იწყებს –
… მე ვარ უკრაინის მოქალაქე!
კანონით მე საერთოდ უკრაინულად შემეძლო მესაუბრა.
თარჯიმანი უნდა მოგეყვანათ
მე მიყვარს უკრაინა.

უკრაინას დავუტოვე კანონი მიწის საკუთრების შესახებ, სამშენებლო ნებართვების შესახებ და უკრაინას დავუტოვე უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი.
გაგიჟებით მიყვარს საქართველო!
საქართველოში მე ავაშენე, მე გავაკეთე, მე შევქმენი …
გამოსვლის სიტყვა კარგად დამუშავებული და დაზეპირებული აქვს.
ზუსტად იცის რა საკითხს არ უნდა შეეხოს და რა არ უნდა თქვას.
ცდილობს არ წამოსცდეს სიტყვები:
მე ვაწამებდი,
მე დავარბევინე,
მე მოვაკვლევინე…

გაეპარა რამდენიმე მძიმე ფრაზაც,
ერთ – ერთი მაგალითად ასე – “ე.წ გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არაა და პიარისთვის დაარქვეს”.

კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილისთვის გვარამია ერთადერთი ნდობით აღჭურვილი პირია (სააკაშვილი მას თვალებში უყურებს და მისი ზურგით სააკაშვილისაკენ შეტრიალება ყოფილი პრეზიდენტისთვის დამშვიდი, გაჩერდის ნიშნავს).
გვარამია ყველანაირად ცდილობს სააკაშვილის ემოციური მდგომარეობა აკონტროლოს.

შესაძლოა სააკაშვილის გამოსვლის ტექსტიც მისი დაწერილია
და სააკაშვილმა პრიორიტეტების მიხედვით კარგად დალაგებულ საკითხებს ადგილი საკუთარი განწყობით გადაუნაცვლა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჩაფიქრებული ეფექტით ვერ შედგა-
მან საუბარი როგორც უკრაინის მოქალაქემ ისე დაიწყო და გამოსვლის ბოლოს საქართველოს მისი პრეზიდენტობაც დაამადლა.
ფაქტია, ყოფილი პრეზიდენტი თვითლიკვიდაციის რეჟიმშია და ამას მისთვის ძალიან ცუდი ბოლო უჩანს.”– წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
mpn
მოწონება