Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია

მარშალ პრესი 11/03/2023
სავიკ შუსტერი

გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა.

კითხვაზე, სადამდე მივა ეს პროტესტი, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია და თუ კი, დაიწყებენ თუ არა ისინი ბრძოლას აფხაზეთისთვის, გახსნიან თუ არა მეორე ფრონტს, შუსტერმა უპასუხა:

„არ ვფიქრობ, რომ საქართველო მეორე ფრონტს გახსნის. 2008 წელს ქართული არმია ცუდად შეიარაღებული არ ყოფილა, მაგრამ მან ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა იმ ბარბაროსებისთვის, რომლებიც შეიჭრნენ.

„არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია. მაშინ დიდ კონფლიქტში შევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამხედრო კონფლიქტში არ შევა, ამისთვის მათ ძალა არ ეყოფათ. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ახლა კუთხეში არიან მიყენებული, რადგან ხალხს ისინი არ უნდა. არ უნდათ მათი კანონები, არ უნდათ მათი მიჯაჭვულობა რუსეთზე“.

Post navigation

Previous: ვაშაძის დემაგოგიურმა უტიფრობამ წამყვანიც კი გამოიყვანა წყობიდან (ვიდეო)
Next: მოქალაქეები ააჯანყეს კანონის წინააღმდეგ, უთხრეს, რად გინდათ არასამთავრობოების ფინანსების ცოდნა, ენდეთ, კარგი ხალხია, არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციის მოპოვებაო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.