Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არა რუსულ კანონს“ თუ როგორაა საქმე, ჩვენო „ეროვნულო“ ბენეფიციარებო? – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 11/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.

„არა რუსულ კანონს“ თუ როგორაა საქმე, ჩვენო „ეროვნულო“ ბენეფიციარებო? ეს კანონი მალე ევროკავშირშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაინიცირდება.

იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკი ტერორიზმის, ეთნიკური შუღლის, დესტაბილიზაციის, ფულის გათეთრებისა და სხვა სახელმწიფო პრობლემებისა, უკონტროლო ფულის ბრუნვას მოაქვს.

ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს? კი და განსაკუთრებით, ყველაზე დიდი ნაძირალა არა თვითონ არასამთავრობოთა წარმომადგენლები, არამედ იმ სტუდენტებს ამოფარებული პროფესორ-მასწავლებლები არიან, ვინც სასარგებლო იდიოტის როლი მოირგო და ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავდა!

ყველაზე სამარცხვინო, არა კანონპროექტის ავკარგიანობა, არამედ ელჩის თითის გატკაცუნებაზე მოცეკვავე ბრბოა! მონასა და მანქურთს შორის, იცით რა განსხვავებაა?

მონას, ბრძოლის პერსპექტივა აქვს და მანქურთს სჯერა, რომ საკუთარი მონობა თავისუფლებაა! დადექით ახლა და ეკა ბესელიას ხმით იღმუვლეთ: ცივილიზაციას გვაშორებენ „ფიფოლ“…

P.S.- ახალ უარეს „ნარატივს“ მოგცემთ, საკუთარი უნიათობის „გასაპრავებლად“ – კანადა, ამერიკა, ევროპა და ყველა ჩვენ გარდა, ჩვენზე განვითარებული საზოგადოებებია და ეგეთი კანონი იქ გაამართლებს-თქო“, – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, გვიშველეთ – გოგა ხაინდრავა
Next: ბოზი ტრუსიკის ამოწევას რომ მოასწრებს და ყვირის, ქალიშვილი ვარო, ასეთი მოცემულობაა – ნინო ნადირაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.