IMG.GE IMG.GE

პოლიტიკური ბრძოლისადმი მოსახლეობის ინტერესებისადმი ასეთი მდაბიო და რობოტული დამოკიდებულება სრული კრახის გამოწვევის წინაპირობაა, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარტია  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული “პირდაპირი განაცხადია დესტაბილიზაციის გამოწვევისა და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების შესახებ”.

საოცარია ბელადის მიმართ მონური მორჩილება და ლოგიკური აზროვნების სრული არქონა’ რაც 21-საუკუნეში საკმაოდ ძნელი დასაჯერებელია.
ვერ შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები’ ვერ შეაფასო მოწინააღმდეგე’ ვერ გააკეთო საზოგადოების’ მოსახლეობის განწყობების ანალიზი და მხოლოდ ლოზუნგების გჯეროდეს’ ფანატიზმის აშკარა გამოხატვაა. ფანატიზმი კი ძალიან რბილად რომ ვთქვა’ ინტელექტთან საკმაოდ მწყრალადაა.
პოლიტიკური ბრძოლისადმი’ მოსახლეობის ინტერესებისადმი ასეთი მდაბიო და რობოტული დამოკიდებულება სრული კრახის გამოწვევის წინაპირობაა.
საზოგადოება აუცილებლად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს’ რათა გარე ძალის’ იმ ძალის რომლის ხელდასმითაც აშშ-ში თუ ევროპის რიგ ქვეყნებში აგონიის ბორგვებია’ არ მოხდეს რაიმე ისეთი გარიგება’ რაც კიდევ რამდენიმე წლით უკან დახევს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნორმალური განვითარების შესაძლებლობას.
მეტი ყურადღებაა საჭირო’ რათა ამ “შემოდგომის ბუზებს” არ მიეცეთ ბოლო კბენის საშუალება”, – წერს გაბრიჭიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება