Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნედ პრაისი: ვერაფერი დააბრკოლებს ბაიდენის ადმინისტრაციას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა

მარშალ პრესი 15/04/2022
ნედ პრაისი

ვერაფერი დააბრკოლებს ბაიდენის ადმინისტრაციას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმს, ნედ პრაისმა.

ნედ პრაისის თქმით, რუსეთს არ უნდა უკვირდეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის დახმარება ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე აიღო.

მანამდე გაზეთ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ არაპროგნოზირებადი შედეგები დადგება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც იწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, – ციტირებს გაზეთი The Washington Post-ი რუსეთის მიერ აშშ-ისთვის გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტას.

Post navigation

Previous: ახმეტაში წარმატებული მოჭიდავეები დააჯილდოვეს
Next: ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ გუნდს: მიდის პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პარტიის წარმომადგენლები და არ მიჰყვებიან! რატომ? აი რატომ, იქ არიან უკვე, თან რა კაცი წაუყვანიათ – პრეზიდენტ ყოფილი მარგველაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.