Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საერთოდ არაფერი გაქვს საერთო არც ლიბერალიზმთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც სხვა მაღალ მატერიებთან – ანდრია გვიდიანი ნინო ლომჯარიას

მარშალ პრესი 10/03/2023
ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ყოფილი სახალხო დამცველი არ აღიარებს ტელეკომპანიებს “იმედი” და “პოს ტვ”, ასევე არ აპირებს გამარჯობის თქმას ადამიანების გარკვეული ნაწილოსთვის.

გვიდიანის განცხადებით, ლომჯარია, რომელიც მსგავს განცხადებას აკეთებს, სიტყვის თავისუფლებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვა ღირებულებებს არის ამოფარებული. მისი შეფასებით, ლომჯარიას სახალხო დამცველობა სიყალბე იყო და იგი ახლაც “პატრონებს ამოფარებული” დავალებების შემსრულებელია.

“ყოფილი ეგრეთწოდებული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თურმე აღარ აღიარებს “იმედს” და “პოსტივის”.

კიდევ თურმე საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გამარჯობის თქმასაც აღარ აპირებს. ამას აკეთებს ქალი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვა ღირებულებებს არის ამოფარებული. ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ შენი გამარჯობა არავის სჭირდება და არათუ არავინ გეხვეწება, არამედ, პირიქით, დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას დიდ უხერხულობასაც უქმნის შენთვის ძალაუნებურად გამარჯობის თქმა.

მერე იმით გავაგრძელოთ, რომ “იმედის” და “პოსტივის” უმაგრეს ჟურნალისტებსაც დარმუნებული ვარ საერთოდ არ ანაღვლებს თუ შენნაირი მეორასე ხარისხოვანი უინტერესო რესპოდენტი გამოაკლდება. კიდე იმით გავაგრძელოთ, რომ ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ. საერთოდ არაფერი გაქვს საერთო არც ლიბერალიზმთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც სხვა მაღალ მატერიებთან. ყალბია, შენი არარსებული ღირებულებები, ყალბია, შენი მოგონილი იდეოლოგიები, ყალბია შენი ლიბერალიზმი, თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო შენი სახალხო დამცველობა – პატრონებს ამოფარებული მიკერძოებული დავალებების შემსრულებელი მხარე რომ იყავი – იმიტომ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო სიყალბე ხარ თხემით ტერფამდე, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ საკუთარი ადგილი გეცოდინება.” – წერს ანდრია გვიდიანი.

Post navigation

Previous: როგორ არ უნდა იცნობდე ქართველ ხალხს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად ნინო ლომჯარიას ამზადებდე – მაია ელოშვილი
Next: ყოფილი ,,ვითომ სახალხო დამცველი” 2007 წელს დარბეულ და პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებულ, ყველაზე რეიტინგულ არხს „იმედს“ არ აღიარებს, ,,აბულინგებს” ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.