IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„25 წლის მანძილზე, ჩვენ პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა“, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.

„ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე გადანაწილდება მანდატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, როგორც გადანაწილდებოდა მანდატები სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი კანონპროექტით. ეს ცვლილება სიმყარეს შესძენს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, იმ რედაქციას, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ 2 წლის წინ და რომელიც ადგენს ევროპული ტიპის, ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, თავისი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. თითოეული ჩვენგანი უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ ვართ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანაავტორები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება