IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ყველა ელოდა რომ ერთთვიანი პოლიტიკური მანჭვა-გრეხვის მიუხედავად “გაერთიანებული ნაცკლასტერი,” ამ დღეებში კახა ოქრიაშვილი რომ შეისრუტა, პრემიერ-მინისტრად სააკაშვილს დაასახელებდა და ასეც მოხდა. ასგზის დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობისათვის“ ეს არის ორმაგი თვითლუსტრაცია.

პირველი ის, რომ როგორც პოლიტიკური პარტია არაფერს წარმოადგენს და მხოლოდ გაქცეული სააკაშვილით უდგას პირში სული. დიახ იმ სააკაშვილით, რომელმაც შექმნა კაცთმოძულე და ძალადობრივი რეჟიმი, დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20% შეიწირა ძალიან ბევრი ადამიანი და თვლის რომ ეს ყველაფერი თურმე შცდომები ყოფილა, რომელთა ჩამოსარეცხად თურმე ერთი ყასიდი ბოდიშიც საკმარისია.

ალბათ ყველზე დიდ სკეპტიკოსებსაც კი გაუქარწყლდათ ყოველგვარი ილუზია, იმაზე თუ რას წარმოადგენს „ნაცმოძრაობა“ და მასთან მიტმასნილი ჯგუფები. მათი რელიგია არის სიძულვილი, ძალადობა, ჩაგვრა, და როგორც მათი ტელემენეჯერად გადაქცეული პროკურორი ამბობს, ოჯახის და სამშობლოს სიყვარული, ერთგულება და თავდადება ავადმყოფობა ყოფილა.

სააკაშვილს აქვს წარდგენილი სერიოზული და მძიმე ბრალდებები, მას არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც მან ცხვირსახოცივით გაცვალა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე. შესაბამისად, ყველასათვის ნათელია, რომ ის ვერ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. და რაკი ნაცმოძრაობა, მაინც მიდის ამ პოლიტიკურ ავანტიურაზე, ნათელი ხდება მისი განზრახვა – დესტაბილიზაციის და გადატრიალების გზით ხელისუფლების დაუფლება!”– წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება