Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანონის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით

მარშალ პრესი 10/03/2023
ვოლსკიიიი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“

„კანონის გაწვევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარია რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაც, საზოგადოებაშიც ზოგადად, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, გაწვევის მთავარი მიზანი იყო, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებსა და მომიტინგეებს შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს აქცენტი, განვითარდა, არამედ საზოგადოებაში შეიქმნა საკმაოდ დაძაბული ვითარება. როდესაც ერთნი ამბობდნენ, რომ გაწვევა არ იყო სწორი, ვინაიდან გამჭვირვალობაში ცუდი არაფერი არის, იქ რუსული თემა შემოვიდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საზოგადოებაში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“,– აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინიდან ჩამოვიდნენ „ნაცმოძრაობის“ მომხრეები
Next: საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა ინფორმაციაზე წვდომის მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჯანმრთელობაა – ეს იყო კანონპროექტის უკან გახმობის მთავარი მიზეზი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.