იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიხედოს ასეთ სტაჟიან დამრღვევებს! – უვიცმა გოიმმა ნოდარ მელაძემ სააკაშვილის მოსამართლე, ე.წ. კლანის წევრ ლია ორკოდაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ

797
წაკითხვა/ნახვა
mpn
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
“უვიცმა გოიმმა ნოდარ მელაძემ სააკაშვილის მოსამართლე, ე.წ. კლანის წევრ ლია ორკოდაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ. მოსამართლემ ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე მას მოეთხოვება. ეთიკის კოდექსის თანახმად, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად. ამასთან, სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელსაც პროცესის მონაწილენი ან საზოგადოება აღიქვამს წინასწარ შექმნილ შეხედულებად.

აშკარაა, რომ ნაცოპოზიციის მითები ე.წ. ჯიბის მოსამართლეებზე, რაღაც კლანზე რჩება მითებად. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი, უნდა მიხედოს ასეთ სტაჟიან დამრღვევებს! “– წერს აბაშიძე
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
კომენტარები
mpn
მოწონება