კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 333, იმერეთში – 617, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 302

200
წაკითხვა/ნახვა
mpn

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, იმერეთში – 617, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 302, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 951 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 772 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 179 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 333 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 838 639-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის – 8.98%, ხოლო შვიდი დღის – 8.94%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 779 510-მდე.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 927 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 617, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 254, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი – 178, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 176 საიდანაც:

• 6 533 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 588, აჭარაში – 515, იმერეთში – 1 419.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 649 პირი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში – 122, იმერეთში – 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 205, აჭარაში – 39, იმერეთში – 35.

• 1 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 720 – თბილისში, 247 – აჭარაში.

• 39 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 54, ხოლო აჭარაში – 0.

• 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 27 ნოემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 293 პირი.

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 112 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
mpn
მოწონება