Skip to content
21/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კელი დეგნანს ჯერ კიდევ არ სჯერა და სურს დაინახოს, თუ როგორ დააჭერენ წითელ ღილაკს დეპუტატები და გაიწვევენ კანონპროექტს

მარშალ პრესი 10/03/2023
კელი დეგნანი

„ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ხმამაღლა და გარკვევით თქვა თავისი სათქმელი და ბოლოსდაბოლოს, მმართველმა პარტიამ მოუსმინა მათ. – ამბობს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ეხმიანება ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკან გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ.

“ახლა ყველას გვსურს დავინახოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ის კანონები, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ არის საჭირო საქართველოში.

საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, და ეხმარება იმ ქართველებს, რომლებიც მთელ ქვეყანაში საკუთარი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის დაუღალავად მუშაობენ. სწორედ ამას აკეთებს საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია.

ამის დასანახად საკმარისია, მიმოიხედოთ ამ ქვეყნის თითქმის ყველა თემში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მათი მთავრობა დაპირებას შეასრულებს. იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული.

ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე.” – ამბობს ელჩი დეგნანი

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, ხვალვე გაფორმდება უპირობოდ ორივე კანონპროექტის გაწვევის საკითხი
Next: პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.