Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსული კანონი საქართველოში არასდროს დაინიცირებულა, „ნაცმოძრაობაზე“ თავს ვერ დავდებ

მარშალ პრესი 09/03/2023

„მე პირველ რიგში გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოში არასდროს დაინიცირებულა ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. „ნაცმოძრაობაზე“ თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აძლევს თუ არა გარანტიას რომ რუსული კანონი საქართველოში აღარ დაინიცირდება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დღის წესრიგიდან მოხსნილია.
მისივე თქმით, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირობა, რომელიც მიცემულია საზოგადოებისთვის.

„რაც შეეხება კონკრეტულად კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ეს ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმეს, სხვას ენდომება, მაგალითად თვითონ ენჯეოებს, ვინც აპროტესტებდა ამას, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის ინიცირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს საკითხი აღარ განიხილება ჩვენს მიერ. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენ პირველ რიგში ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია არ გადაიხედება. დანარჩენი ტექნიკური საკითხებია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: მადლობა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ ჩვენ აქტივისტს თუ მომხრეს – მამუკა მდინარაძე
Next: ვერ შეძლეს ტყვიის გასროლა საქართველოში და ცრუ ბრალდებებით შეაცდინეს ახალგაზრდობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025