IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მინდა ყველა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყება სასწავლო წელი საქართველოს მასშტაბით და ვითარებას ხელისუფლება სრულად მართავს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ ვმართოთ ვირუსი ეფექტურად, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად შესაბამისის რაოდენობის PCR ტესტების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მინდა ყველა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, ახლა დავიწყებთ სასწავლო წელსაც ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, მაგრამ არანაირი რისკის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არ იქნება, ამას ჩვენ ვმართავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება