Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია გაბრიჭიძე: წარმოვიდგინე ციხესიმაგრეში ჩაკეტილი დემოკრატია, რომელსაც რაინდის აბჯარში ჩამჯდარი ვინმე გიორგი მშვენიერაძე თავის რაზმთან ერთად იცავს და თვალებს რისხვით აბრიალებს

მარშალ პრესი 15/04/2022
გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სამოქალაქო მოძრაობის „დემოკრატიის მცველები“ მიერ ბაკურიანში შეკრების შესახებ გავრცელებულ განმარტებას ეხმიანება.

“დემოკრატიის მცველები” სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის დაცვა, ავტორიტარიზმის შეკავება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. უცებ წარმოვიდგინე ციხესიმაგრეში ჩაკეტილი დემოკრატია, რომელსაც რაინდის აბჯარში ჩამჯდარი ვინმე გიორგი მშვენიერაძე თავის რაზმთან ერთად იცავს და თვალებს რისხვით აბრიალებს. დემოკრატია კი გვინევერის მსგავსად უკვე გაუპატიურებულია ნაცების და არასამთავრობო სექტორის მიერ. ახლა კი მათ ყოფილი რაინდის მალიგანის მსგავსად ვინმე პიტერ აკერმანი დაემატა. შემეძლო ბაკურიანში შეკრებილი რევკომის ბოდვა ავტორიტარიზმის შესახებ ქარის წისქვილებთან ბრძოლისთვის შემედარებინა, მაგრამ დონ კიხოტს არ ვაკადრებ (თან არც ეცოდინებათ ვინ იყო). ამიტომ ისევ მშვენიერაძის თვალების ბრიალი ვარჩიე“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ გუნდს: მიდის პარლამენტის თავჯდომარე და სხვა პარტიის წარმომადგენლები და არ მიჰყვებიან! რატომ? აი რატომ, იქ არიან უკვე, თან რა კაცი წაუყვანიათ პრეზიდენტ ყოფილი მარგველაშვილი
Next: გია აბაშიძე – 0+0+0 მაინც უდრის 0-ს! აი, ასეა სასოწარკვეთილი “ნაცების” საქმე, რომლებიც სააკაშვილის “საგანგებო დავალებათა ელჩის” მარგველაშვილის მეთაურობით, კიევში წასულან საპარლამენტო დელეგაციის მიღმა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025