რევოლუციური სცენარის ახალი ეტაპის დაწყებას უნდა ველოდოთ!’– წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე, რომელიც ეხმიანება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით:
“უცხოელი აგენტის კანონპროექტის გამოწვევა საჭირო იყო , რადგან საზოგადეობასთან საფუძვლიანად არ იმუშავეს, უცხოეთიდან ზეწოლის და ადგილზე რადიკალიზაციის საპირწონე წინასწარ ვერ შექმნეს! საქართველოს სუვერენეიტეტის და მშვიდობის დაცვისთვის გულანთებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უყურადღებოდ დარჩა!
რადიკალები კანონის გამოწვევას ხელისუფლების სისუსტედ ჩათვლიან და პროცესი არ შეჩერდება! “რევოლუციის” სცენარი ახლ ეტაპზე გადავა! დააყენებენ “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობის საკითხს და არეულობის ახალ ტალღას ააგორებენ!“- წერს ლევან მამალაძე.
