IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საკარანტინო სივრცეებში ყოფნის დღეების რაოდენობა 14-დან 8 დღემდე შემცირდება- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდიონაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, 8 დღის შემდეგ უცხოეთიდან შემოსულმა ადამიანებმა უნდა ჩაიტარონ PCR-ტესტირება, მე-9 დღეს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი დატოვებენ საკარანტინო სივრცეს, 12 დღის თავზე კი მათ განმეორებითი PCR-ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

„ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება