იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

185
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თამარ გვარამაძემ და გიორგი ბურჯანაძემ რატი ბრეგაძეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობა სამინისტროსთან ნაყოფიერი და ეფექტიანი იქნება. როგორც შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ განაცხადა, ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზად არის პარტნიორობისათვის და სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, უფლებების დაცულობის ხარისხი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება. თამარ გვარამაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობა ინტენსიური დღის წესრიგით წარიმართოს. მიმდინარე საკითხების განხილვის პარალელურად, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება