Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის მიზანი! ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი

მარშალ პრესი 09/03/2023
ლადო ბოჟაძე

„სტაბილურობას უკვე შეუქმნეს საფრთხე, ხვალ მშვიდობას შეექნება საფრთხე და ზეგ შეწყდება ქვეყნის განვითარება, აი ეს არის რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის მიზანი!“- წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმიანება.

როგორც ბოჟაძე წერს, პარლამენტის შტურმი არ არის მშვიდობიანი აქცია, წიგნების დაწვა არ არის ევროპული ღირებულება, ახალგაზრდების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის არ ბოლშევიზმი, ევროპული ღირებულებების სახელით რევოლუციის მოწყობა არის სახელმწიფო გადატრიალება!

„სტაბილურობას უკვე შეუქმნეს საფრთხე, ხვალ მშვიდობას შეექნება საფრთხე და ზეგ შეწყდება ქვეყნის განვითარება, აი ეს არის რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის მიზანი! ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი, შოთა უტიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის პროვოკაცია, გაემწვავებინათ ვითარება, ვერ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე!

მშვიდობიანი აქცია და ხალხის პროტესტი არ არის მათი რეალური მიზანი, მიზანი არეულობა, ქაოსი და დესტაბილიზაციაა, შედეგი სისხლიანი რევოლუცია და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება.

პარლამენტის შტურმი არ არის მშვიდობიანი აქცია, წიგნების დაწვა არ არის ევროპული ღირებულება, ახალგაზრდების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის არ ბოლშევიზმი, ევროპული ღირებულებების სახელით რევოლუციის მოწყობა არის სახელმწიფო გადატრიალება! ახლა იმედია ხვდება ათიათასობით გულანთებული ადამიანი რომ თუ ვინმე აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტიაა.“– წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: არანაირი მშვიდობიანი აქცია- გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას
Next: გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.