IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.

კანონპროექტს მხარს უჭერდნენ: “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოს”, “პატრიოტთა ალიანსის”, “სოციალ-დემოკრატების”, “კონსერვატიული პარტიის” წევრები. კანონპროექტის მომხრეების რიცხვში იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატების  ნაწილიც. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება