IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სენაკში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი 2  სექტემბერს ფოთში მორიგეობდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მოხდა მოკვლევა მასთან მყოფი ყველა პირის და გაუკეთდა PCR ტესტირება.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს, რომელიც 2 აგვისტოს იყო მორიგე დაუდასტურდა „კოვიდ 19“. მან იმავე დღეს გააკეთა რეფერალი ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა ინფიცირებული პაციენტი. იგი მუშაობს სენაკში კლინიკა „არქიმედეში“ და ფოთში აქვს თვეში ორი მორიგეობა. შესაბამისად, 2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა პისიარ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება