Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იტყუება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის რუსული და სტუდენტებს, მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას გრანტები შეუწყდებათ

მარშალ პრესი 08/03/2023
გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიკეთებია და კიდევ გავაკეთებთ – საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას სწორად, რომ იტყუება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის რუსული და სტუდენტებს, მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას გრანტები შეუწყდებათ. სიმართლეა ის, რომ ეს კანონი საზოგადოებას მოემსახურება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ სამომავლოდაც მიაწვდის ხალხს ინფორმაციას, რათა მან სწორი არჩევანი გააკეთოს.

„ჩვენ გვახსოვს შარშანდელი წელი, როდესაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ომი დაიწყო. რამდენიმე თვეში, დაახლოებით მაისის პერიოდში, იყო დიდი გამოსვლები ევროპულ კურსთან დაკავშირებით. მაშინაც ვთქვით, რომ ის საზოგადოება გულწრფელი იყო რაღაც თვალსაზრისით.

ჩვენ ვთქვით, რომ ამ ინფორმაციას უფრო სწორად მივაწვდიდით. მაშინ გამოჩნდა, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა – საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო დაწერილი გეგმა მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თქვენ ნახეთ, რომ ეს აქციები აღარ გაგრძელდა, რადგან საზოგადოება დარწმუნდა ამაში.

ახლაც, ამ აქციების ფონზე, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია – საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას სწორად, რომ იტყუება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის რუსული და სტუდენტებს, მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას გრანტები შეუწყდებათ. კანონპროექტში არის მხოლოდ გამჭვირვალობა და სიმართლეა ის, რომ ეს კანონი საზოგადოებას მოემსახურება და თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, მარტივად შევიდეს და ნახოს იმ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაც, რომელიც ძალადობრივად მოქმედებს და იმისიც, რომელიც კარგ და კეთილშობილურ საქმეს ემსახურება. საზოგადოებას ეცოდინება, საიდან მოდის დაფინანსება და მერე თვითონ გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

Post navigation

Previous: კობა ხაბაზი აქციის ორგანიზატორების ულტიმატუმით უკმაყოფილოა
Next: გიორგი აღმაშენებელი პარლამენტის ალყაში მოსაქცევად გაემართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.