IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ქალაქ მარნეულსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის დასახლებაში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება 7 სექტემბრიდან დაიწყო და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით განაცხადის შევსება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

განაცხადები ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში მიიღება. აპლიკაციის შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: რუსთავი – ცურტაველის ქ.N5ა; გორი – სამების ქ.N1;
ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27 და ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება