IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია.

კლინიკის მენეჯერის თქმით, დედას და მის ორ შვილს თავის არეში მსუბუქი დაზიანებები აქვთ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენთან შემოიყვანეს სამი დაშავებული – დედა და ორი შვილი. მძიმე არც ერთია, ტარდება კვლევები, დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ იგეგმება. ჭრილობები არ აქვს, თავის არეში დაჟეჟილობები აქვთ. კონტაქტურები არიან. მეოთხე პირი ადგილზე გარდაიცვალა, ჩვენთან არ შემოუყვანიათ“, – გვითხრა კლინიკის დირექტორმა ალექსანდე თოროიანმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება