შალვა პაპუაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე – ეს კანონი გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, არჩევნები გაყალბდა თუ არა

117
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ეს კანონი გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, არჩევნები გაყალბდა თუ არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს კანონი აღარ დატოვებს სივრცეს იმისთვის, ვინმემ ეს სპეკულაცია კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ არჩევნებში მოხდა რაიმე მანიპულაცია” .

„რაც შეეხება შენიშვნებს და კერძოდ საკითხს, თუ რა უზრუნველყოფს პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში იმას, რომ ისინი ნამდვილად იქნებიან პროფესიული ნიშნით შერჩეულნი – ის მექანიზმი, რომელიც არის ცესკო- ს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით, როცა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატურებს მასთან არსებული სათათბიროს კონსულტაციების შედეგად, შემდეგ ეს კანდიდატები მოვლენ პარლამენტში, სადაც მოხდება მათთან გასაუბრება და იცით, საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა, რომელიც ერთ პარტიას არ აქვს და რამდენიმე პარტიის მხარდაჭერაა საჭირო, აი ეს არის ის პროცედურები, რომ კანდიდატები იქნებიან პროფესიული,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება