IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს კანდიდატი ხის გადამამუშავებელი ქარხნის „სიარპი ვუდის” თანამშრომლებს შეხვდა და საწარმო დაათვალიერა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა კომპანიის თანაშრომლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, იმსჯელეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.

კომპანია „სიარპი ჯგუფი“ 2009 წელს დაარსდა. მისი პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა და საერთაშორისო ბაზარზეცაა წარმოდგენილი.

ამასთან, დღესვე, იოსებ ხახალეიშვილი შპს „ათინათის” პერსონალს შეხვდება. ასევე, მერობის კანდიდატი მე-11 საჯარო სკოლასის მიმდებარედ და ბუხაიძის სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება