Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე მათთვის არასასურველი კითხვების დამსმელებს „ნასედკებს“ და მოგზავნილებს უწოდებდა

მარშალ პრესი 08/03/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ნინო ლომჯარიას შეხვედრას ეხმიანება.

“როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთი აკრედიტირებული საელჩოდან მიღებული დავალების თანახმად, თსუ-ს სტუდენტებთან შესახვედრად იაგო კაჭკაჭიშვილმა და ზურაბ დავითაშვილმა მოიწვიეს ნინო ლომჯარია. მართალია, ტყავის ქურთუკებისა და მაუზერების გარეშე, მაგრამ ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს აუდიტორიაში ტროცკისაც კი შეშურდებოდა. “რუსული…რუსული…რუსული…” – ისმოდა უძველესი ქართული უნივერსიტეტის კედლებში…

რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: “კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი – არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?”. “შენ ვინ ხარ? რა გვარი ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ? ეს “ნასედკები” ესენი! გაიყვანეთ აქედან!!! ეხლა ნახე, როგორ დაგვაბეზღებენ!!!” – ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს “პროფესორები” და ადამიანის “უფლებადამცველები”.

ხომ გასაგებია, ვისი დაგეშილებიც არიან, ხომ ისედაც ვიცით, ვისი დაჯილდოვებულია და რა საქმიანობის გამო ექს-ომბუდსმენი, მაგრამ – ამათ მიერ დაშინებულ, დაბულინგებულ ბავშვებს ხვალ უნივერსიტეტის შენობაში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმემ რამე რომ აკადროს, პასუხს ვინ აგებს?”– წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სტუდენტების ურთიერთმიმართ წაქეზება ,,დიდი სოციოლოგისგან“ შეიძლება რაიმე ტრაგედიის დასაწყისიც კი იყოს, რომ არაფერი ვთქვათ იაგო კაჭკაჭიშვილისნაირთა შინაგანი ბუნების სტრუქტურაზე
Next: ადამიანებს, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები აქვთ, წინ სტუდენტები ჰყავთ აფარებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.