Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი ისეთ კანონად იქცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირისთვის

მარშალ პრესი 08/03/2023
ლევან ქარუმიძე

„იმედს ვიტოვებ ისეთ კანონზე შევთანხმდებით, რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირისთვისაც და ჩვენი იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც წლებია დაუღალავად, პირნათლად და კეთილსინდისიერად მუშაობენ თავისი ქვეყნის განვითარებისთვის,“– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, გასაგებია ის ემოციები, რაც ამ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა და მნიშვნელოვანია ისეთი კანონის მიღება, რომელიც მისაღები იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე იმ ორგანიზაციისთვის, რომლის წევრობისთვისაც ყველანი ერთად ვიღვწით.

„მე მესმის ის ემოციები და ვნებათა ღელვა, რაც ამ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა ჩვენს მოქალაქეებში და ჩვენს უცხოელ მეგობრებშიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ისეთ კანონად იქცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირისთვის, იმ ორგანიზაციისთვის, რომლის წევრობისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიღვწით. იმედს ვიტოვებ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ, ვენეციის კომისიის დასკვნასთან ერთად კანონპროექტის მეორე მოსმენამდე, ჩვენ მივუბრუნდებით იმ სიტყვათა წყობის სიღრმისეულ განხილვას რასაც ჰქვია უცხო ძალის გავლენის აგენტი და შინაარსობრივი განხილვისას საბოლოოდ ისეთ კანონზე შევთანხმდებით რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირისთვისაც, და ჩვენი იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც წლებია დაუღალავად, პირნათლად და კეთილსინდისიერად მუშაობენ თავისი ქვეყნის განვითარებისთვის.“– განაცხადა ლევან ქარუმიძემ.

Post navigation

Previous: “ოცნებას” მივყავართ ევროპისკენ, ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით – ირაკლი ლატარია
Next: ახლა რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ, რა “აჩოტებიც” არ უნდა გზავნონ დასავლეთში, ტყუილი და უღირსობა უკვე გასკდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.