IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის სამართალდამცავებმა 6 სექტემბერს 633 ადამიანი დააკავეს, – ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლგა ჩემოდანოვამ, განაცხადა.

მისივე თქმით, კვირას ბელარუსის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში 42 საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 31 000 ადამიანი მონაწილეობდა.

„მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკავებულია 633 ადამიანი. ადმინისტრაციული დანაშაულების საქმეებზე სასამართლო განხილვამდე 363 მოქალაქე პატიმრობაში დარჩა“, – განაცხადა ჩემოდანოვამ.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. საპროტესტო აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია ასობით ადამიანი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება