Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოლშევიზმის პრაქტიკული გამოვლინებაა, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებს, ველოდები არასამთავრობოების და უფლებადამცველების შეფასებას

მარშალ პრესი 08/03/2023
ირაკლი ჩიქოვანი

აბსოლუტურად მიუღებელი და ბოლშევიზმის პრაქტიკული გამოვლინება – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი დეპუტატების პირადი ინფორმაციის სოციალური ქსელით გასაჯაროებას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და თანამედროვე საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს. მე გულწრფელად ველოდები არასამთავრობო ორგანიზაციების და უფლებადამცველების პოზიციას, მაინტერესებს, როგორ შეაფასებენ – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ იცვლება, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, მათი ოპერირების ერთადერთი საშუალება ძალადობაა.

„ჩვენ, დეპუტატები ვართ საჯარო პირები, შეჩვეული ვართ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ჩვენს მიმართ ბრალდებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან ამ კამპანიების სამიზნეები, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და პრაქტიკული გამოვლინება ბოლშევიზმისა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იცვლება, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, ერთადერთი მათი ოპერირების საშუალება არის ძალადობა“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში გაერთიანებას, მაგრამ ამავდროულად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი მედია საშუალება არ ლაპარაკობდა კანონის შინაარსზე
Next: ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, თუ რა შეფასებას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.