IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელეიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ დულუზაურებისჩაბანოსგოჯიანებისსხლოვანისკვერნაულას და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა.

მან ადგილობრივებთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნების“ გუნდი მცხეთა – მთიანეთის მუნიციპალიტეტში აპირებს.

როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ სოფლებს მთის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ, რაც გაზრდილ პენსიას და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითვე სოფლებში მოგვარებულია საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის და გაზიფიცირების პრობლემა.

„ამ სოფლებში ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. აქ პირველი რიგის პრიორიტეტებად სხვა საჭიროებები – გარე განათებების, სპორტული მოედნების და სკვერების მოწესრიგება დგას“, – განაცხადა კერესელიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება