Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“დასავლეთს რევოლუციური სცენარი მოქმედებაში მოჰყავს, რუსულად გამოცხადებული ამერიკული კანონი საბაბია საქართველოში არეულობის მოსაწყობად”

მარშალ პრესი 08/03/2023
05

“დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!”– ასე ეხმიანება “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე 7-8 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ საპროტესტო აქციას, რომელიც უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა.

“საქართველოს პრეზიდენტად წოდებული, უცხო ქვეყნის აგენტია?! დასავლეთს რევოლუციური სცენარი მოქმედებაში მოჰყავს! საქართველოს მცირე სუვერენიტეტსაც კი არ პატიობენ!
მერამდენედ გავდივართ შეკვეთილ არეულობებს, ან როდემდე უნდა ვიყოთ აშშ-ს , რუსეთის თუ სხვათა ინტერესების შემსრულებელი?! გავიხსენოთ, გადამწვარი თბილისი, დანგრეული შენობები, სროლა, დახოცილები და გაუბედურებული ქვეყანა!

რუსულად გამოცხადებული ამერიკული FARA-ს კანონი საბაბია საქაართველოში არეულობის მოსაწყობად. დასავლეთს რევილუციური სცენარი მოქმედებაში მოყავს. ამას სალომე ზურაბიშვილ ეხმიანება ნიუ-იორკიდან და საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ, ნედ პარისის განცხადებას იმეორებს! ქართული საზოგადოების, ყველა ჩვენთაგანის ვალდებულებაა არ დავუშვათ ჩვენი სამშობლოს სისხლიან მორევში და დამღუპველ ომში ჩათრევა!”- წერს ლევან მამალაძე.


Post navigation

Previous: ის, რომ ქართული სამყაროს დიდი ხნის არჩევანია ქრისტიანობით და ღირსებით ევროპაში, ვერავინ მოგვედავება საგარეო “კეთილისმსურველთა” ვერაგი ფლანგიდან
Next: სულ დაკავებუალი 66 ადამიანი – შსს 7-8 მარტის აქციაზე ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.